საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ორგანიზებით, 30 აპრილსა და 1 მაისს ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა სემინარები ევროკავშირის შესახებ. სემინარის ფარგლებში მომხსენებლებმა ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე:
სერგი კაპანაძე (GRASS) - ევროკავშირში გაწევრების პროცესში საქართველოსა და "ტრიოს" სამომავლო პერსპექტივები, უკრაინაში რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით;
ლევან მახაშვილი (საქართველოს პარლამენტი) - საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის განვითარების ეტაპები და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურები ისტორიულ ჭრილში;
ივანე ჩხიკვაძე (ღია საზოგადოება - საქართველო) - საქართველოს პერსპექტივა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების თვალსაზრისით (ევროკომისიის კითხვარზე მოსამზადებელი პასუხის კონტექსტში საქართველოს თავსებადობის ხარისხი და არსებული გამოწვევები);
კახა გოგოლაშვილი (რონდელის ფონდი) - საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები (არსებული რეალობა და პერსპექტივები);
პაატა გაფრინდაშვილი (GRASS) – ევროკავშირის კონლიქტის გადაჭრისა და მშვიდობის უზრუნველყოფის პოლიტიკა საქართველოში;
ეკა აკობია (კავკასიის უნივერსიტეტი) - ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო პროცესების გლობალური აქტორის, საგარეო პოლიტიკა
პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და მისი მიზანია ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება