logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

GRASS-ის ანალიტიკოსმა მონაწილეობა მიიღო შვედეთის მედია ინსტიტუტ Fojo-ს გამართულ მედიაწიგნიერების ბანაკში

fojo.jpg
08 აპრილი, 2019
 0

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) პროექტ ფაქტ-მეტრის (factcheck.ge) ანალიტიკოსმა, მარიამ ქვათაძემ, შვედეთის მედია ინსტიტუტ Fojo-ს გამართულ მედიაწიგნიერების ბანაკში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ კალმარსა და სტოკჰოლმში გაიმართა. ბანაკის აქტივობების ფარგლებში უკრაინელ, ბელორუს, მოლდოველ და შვედ კოლეგებს გავაცანით ფაქტ-მეტრის საქმიანობა და გამოცდილება. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა შვედეთის მედია ომბუდსმენთან, ადგილობრივი პრესის, შვედეთის საზოგადოებრივი რადიოსა და ტელევიზიის წარმომადგენლებთან, სადაც ბანაკის მონაწილეები გაეცნენ შვედურ გამოცდილებას მედიაწიგნიერების გავრცელებისა და ფაქტების გადამოწმების მიმართულებით.

ასევე, საქართველოდან ბანაკში მონაწილეობას იღებდნენ "მედიის განვითარების ფონდის" (MDF) წარმომადგენლები, თამარ ხორბალაძე და ნანა რაფავა.