logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სემინარი თემაზე: „ქისტური ადათის და სახელმწიფო კანონმდებლობის ურთიერთშედარება"

სიახლეები.png
26 დეკემბერი, 2018
 0

25 დეკემბერს, პანკისის ხეობაში, სოფელი დუისის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა სემინარი: „ქისტური ადათის და სახელმწიფო კანონმდებლობის ურთიერთშედარება“. GRASS-ის იურისტმა და პანკისელმა ქალებმა ერთობლივად იმუშავეს კაზუსებზე, რომელიც მიემართებოდა საოჯახო სამართალს და მემკვიდრეობის საკითხებს. სემინარი იყო საინტერესო, ინტერაქციული და ახალი მიგნებებით გაჯერებული. გასული ტრენინგებიდან მიღებული ცოდნა, პანკისელმა ქალებმა უკვე პრაქტიკულ მაგალითებზე გამოიყენეს და გააჟღერეს საინტერესო იდეები ადთობრივი სამართლის გადახალისებისთვის, ქალზე ორიენტირებული გარემოს ჩამოყალიბებლად.

პროექტის პარტნიორ „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF).

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით