logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

მაიკ პომპეოს განცხადების შეფასება

IMG_4882.JPG
12 ივნისი, 2019
 0

GRASS- ის დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი მაიკ პომპეოს განცხადებას აფასებს

”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი აზრით, მაიკ პომპეოს მკვეთრი გზავნილი ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის მეგობრებისთვის, ისევე მათთვის, ვინც საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის განწყობილი. იმისათვის რომ იყოს დემოკრატია, ცალსახად გვითხრეს, რომ საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, მივხედოთ სასამართლო სისტემას, საჭიროა მედია იყოს თავისუფალი, ამისათვის საჭიროა კანონის უზენაესობა. გვითხრეს, იმისათვის, რომ საქართველოს აკავშირებდეს პრაქტიკული ხიდი დასავლეთთან, მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განხორციელდეს და მის მშენებლობას საფრთხე აღარ შეექმნას.