GRASS აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე
ორგანიზაციის შესახებ:
„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS) არის მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი, რომელიც დაარსდა 2012 წლის ოქტომბერში. GRASS-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს საქართველოს საგარეო, უსაფრთხოების, საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროს კვლევასა და მის სიღრმისეულ ანალიზს; ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას.
„საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ შექმნა საქართველოში პირველი ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა „ფაქტ-მეტრი“ (www.factcheck.ge). ის მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენას. გარდა ამისა, „ფაქტ-მეტრის“ საქმიანობა მოიცავს სოციალურ ქსელებსა თუ ონლაინმედიაში გავრცელებული დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას, გავრცელებული ყალბი ამბების გადამოწმებასა და საზოგადოებისთვის ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება. 2017 წლიდან „ფაქტ-მეტრი“ არის ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (International Fact-Checking Network - IFCN) წევრი. 2020 წლიდან „ფაქტ-მეტრი“ არის Meta-ს (Facebook&Instagram) პარტნიორი ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ძირითადი მოვალეობები:
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 24 დეკემბერი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: [email protected]
Subject-ში მიუთითეთ „ციფრული მარკეტინგის მენეჯერი“
ანაზღაურება განისაზღვრება შერჩეული კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაოს დაწყების თარიღი: 2023 წლის 8 იანვარი.
შენიშვნა: გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.