logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

კონფერენცია თემაზე: „სამოქალაქო საზოგადოების სამშვიდობო ინიციატივების გააქტიურება საქართველოს მოუგვარებელ კონფლიქტებთან დაკავშირებით“

geo.jpg
29 მარტი, 2019
 0

2019 წლის 27-28 მარტს ქალაქ ბორჯომში გაიმართა კონფერენცია თემაზე: „სამოქალაქო საზოგადოების სამშვიდობო ინიციატივების გააქტიურება საქართველოს მოუგვარებელ კონფლიქტებთან დაკავშირებით“, რომელსაც „საქართველოს რეფორმების ასოციაციიდან (GRASS)“ ესწრებოდა ორგანიზაციის დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი და მკვლევარი ლევან გერაძე.

კონფერენცია მიზნად ისახავდა ღია სადისკუსიო პლატფორმის შექმნას, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში ჩართული საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვით. ასევე, კონფერენციაზე განიხილეს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პერსპექტიული ფორმატები და იდეები.

კონფერენცია გაიმართა „საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის“ და „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR)“ კავკასიის წარმოადგენლობის მხარდაჭერით. კონფერენციას ესწრებოდნენ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელები, მედია ექპერტები და დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, აქტიურად არიან ჩართულნი მშვიდობის მშენებლობის პროცესში.