Erasmus+ პროგრამის, ჟან მონეს აქტივობის ფარგლებში, საქართველოს რეფორმების ასოციაციის ინიციატივით ევროკავშირის შესახებ სემინარი ჩატარდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. შეხვედრის დროს საუბარი შეეხებოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, ევროპულ ფასეულობებს, ევროკავშირის ინსტიტუტებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს.
პროექტი თანადაფინანსებულია Erasmus + პროგრამის მიერ და მისი მიზანია საქართველოს რეგიონებში მდებარე უნივერსიტეტებში ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება.