logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

გიორგი გახარიას შეხვედრა არასამთავრობო სექტორსა და ექსპერტებთან

c1442f47-8c10-42a8-9d92-5168b67fde67.jpg
03 აპრილი, 2019
 0

შინაგან საქმეთა მინისტრმა, მიმდინარე წლის 2 აპრილს, არასამთავრობო სექტორსა და ექსპერტებთან შეხვედრაზე, კრიმინალთან ბრძოლის ერთი წელი შეაჯამა. გიორგი გახარიამ დანაშაულის აღრიცხვიანობისა და საზოგადოებისთვის რეალური სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენის მიზნით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. კრიმინოგენური მდგომარეობის უკეთ შესაფასებლად მინისტრმა მეტი ანალიტიკური კომპონენტის შემოტანის აუცილებლობასა და ამ მხრივ სამინისტროს გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

ექსპერტებთან შეხვედრას, საქართველოს რეფორმების ასოციაციის იურისტი თამარ ქეცბაია ესწრებოდა. მან ყურადღება როგორც დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებზე (მაგალითად ზუსტი მეთოდოლოგიის არ არსებობაზე), ასევე კრიმინოგენური მდგომარეობის სრულყოფილი შესწავლის მიზნით გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე გაამახვილა. თამარ ქეცბაიამ მინისტრს მისი წინამორბედების მიერ ვიქტიმოლოგიური კვლევისა და ინტერაქტიული კრიმინოგენური რუკის შექმნის შესახებ ოფიციალურად აღებული ვალდებულება შეახსენა და აღნიშნულ პროცესში მათ საჭიროებაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-ს მიერ დანაშაულის რეალური სურათის ჩვენება სისხლის სამართლის პოლიტიკის დაგეგმვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთან, პოლიტიკის დაგეგმვის მიზნით, მან სპეციალური ფართო ფორმატის შექმნაც დააანონსა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად, მინისტრმა როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე საკითხში ჩართული არასამთავრობო ორგანოების წარმომადგენლების, შესაბამისი დარგის ექსპერტების და მათ შორის, პოლიტიკოსების მოწვევის სურვილი დააფიქსირა.