logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ფაქტ-მეტრი საქართველოს ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებზე

Capture.JPG
04 ივლისი, 2019
 0

დღეს ფაქტ-მეტრის რუბრიკაში ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებას მიმოვიხილავთ. მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%-ია, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელია.

მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა სწორედ ამ მაჩვენებლით არის მოსალოდნელი. რაც შეეხება სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს, მათი პროგნოზი 4.6%-ია.

მინისტრი ამ ნაწილში მართალია და დღეს ამ ეტაპისთვის არსებული მდგომარეობით ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ამართლებს, ვინაიდან ხუთი თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 4.9%- შეადგენს. ამავდროულად, რეგიონში მდგომარეობა უმჯობესდება, რასაც დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე.

თუმცა, მთავარი კითხვა რეგიონს უკავშირდება. კონკრეტულად, არის თუ არა 4.6%-იანი ზრდის პროგნოზი რეგიონში ყველაზე მაღალი? პირველ რიგში, რეგიონში არ იგულისხმება გეოგრაფიული თვალსაზრისით მეზობელი ქვეყნები (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი). IMF საქართველოს დსთ- ქვეყნების ჯგუფში მოიაზრებს. თუმცა, ამ ჯგუფის მიღმა რჩება ისეთი ქვეყნები, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან (მაგალითად, თურქეთი) და ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა გააჩნიათ. ამდენად, ამ მიზნით, რელევანტურია მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის მქონე რეგიონის განხილვა, სადაც 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის თანაბარი მაჩვენებლებით საქართველო და სომხეთი მეოთხე-მეხუთე ადგილს ინაწილებენ. პირველი სამ ადგილს კი - თურქმენეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი. ამრიგად, ჩვენს რეგიონში ამ ქვეყნების ზრდის პროგნოზი უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი. ხოლო, მომდევნო სამი წლის საშუალო 5%-იანი ზრდის პროგნოზით, რეგიონის 24 ქვეყნიდან მესამე ადგილს დაიკავებს.

გარდა 24 ქვეყნისგან შემდგარი რეგიონისა, მიმდინარე წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უშუალოდ მეზობლების იმავე მაჩვენებელსაც არ აღემატება. კონკრეტულად კი, სომხეთის. შესაბამისად, მინისტრის განცხადება მცდარია უშუალოდ მეზობელ ქვეყნებთან მიმართებითაც.

ამდენად, ფინანსთა მინისტრის განცხადება მეტწილად მცდარია.