Erasmus+ პროგრამის, ჟან მონეს აქტივობის ფარგლებში, საქართველოს რეფორმების ასოციაციის ინიციატივით ევროკავშირის შესახებ სემინარები ჩატარდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. შეხვედრის დროს საუბარი შეეხებოდა ევროკავშირის ისტორიას და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას.
პროექტი თანადაფინანსებულია Erasmus + პროგრამის მიერ და მისი მიზანია საქართველოს რეგიონებში მდებარე უნივერსიტეტებში ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება.
მადლობას ვუხდით უნივერსიტეტს თანამშრომლობისთვის.