logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის (KRDF) 10 წლის იუბილე

IMG_4019.jpg
17 დეკემბერი, 2018
 0

2018 წლის 14 დეკემბერს, სოფელ დუისის (პანკისის ხეობა) საზოგადოებრივი ცენტრში, აღინიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის (KRDF)“ დაარსებისა და საქმიანობის 10 წლის იუბილე. ღონისძიების თანაორგანიზატორი იყო „საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS).

ღონისძიებას დაესწრო პანკისის ხეობის მოსახლეობა, საქართველოში მოქმედი სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორები, არასამთავრობო ორგანიზაციები.

KRDF 2008 წლიდან აქტიურად მუშაობს პანკისის ხეობის ეთნიკურად ქისტი და ჩეჩენი მოსახლეობის ქართულ სახელმწიფოში სრულფასოვანი და ღირსეული ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ხეობაში ტოლერანტული გარემოს ჩამოსაყალიბებლად. ამ წლების მანძილზე, ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი სოფელ დუისისა და სოფელ ჯოყოლოს საზოგადოებრივი ცენტრებია, რომლებიც წარმოადგენს სამოქალაქო ინტეგრაციის, ფორმალური და არაფორმალური განათლების, ქალთა გაძლიერებისა და ჩართულობის, პანკისელი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნისა და სახელმწიფოებრივი საქმიანობის წარმართვის უმთავრეს კერებს.