logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

GRASS-ის სამუშაო ვიზიტი ბერლინში

ბანერისთვის.jpg
04 მარტი, 2019
 0

„საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ (GRASS) ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა გერმანიის ფედერალურ კანცელარიასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრებისას განხილული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე არსებულ სერიოზულ გამოწვევებზე. გარდა ამისა, აღნიშნულ შეხვედრებზე განვიხილეთ GRASS-ის უახლესი კვლევის დოკუმენტი, "One step closer - Georgia, EU-integration, and the settlement of the frozen conflicts?". დოკუმენტი მიმოიხილავს იმ პოტენციურ სარგებელს, რომელიც შესაძლოა აფხაზეთში მცხოვრებმა მოსახლეობამ საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში მიიღოს.

ადვოკატირების ვიზიტი მოიცავდა შეხვედრებს ბერლინში არსებულ არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებთან, მათ შორის: Democracy Reporting International, Berlin Center for Caspian and Eurasian Studies, The Centre for East European and International Studies (ZOiS).

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს ბერლინის ოფისის (ECFR Berlin) თანაორგანიზებით, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა გერმანული კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე GRASS-მა წარადგინა ზემოხსენებული კვლევის დოკუმენტი, რასაც მის გარშემო დისკუსია მოჰყვა.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია „ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტს“ (Institut für Europäische Politik) და „საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს ბერლინის ბიუროს“ (ECFR Berlin) ვიზიტის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

ვიზიტი განხორციელდა პროექტ „ევროპეიზაცია პროცესის მიღმა“ ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს ფონდი „ღია საზოგადოება ევროპული ინიციატივა“ (OSIFE).