logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ფაქტ-მეტრი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე

Capture.JPG
26 ივნისი, 2019
 0

ფაქტ-მეტრის რუბრიკა საზოგადოებრივ მაუწყებელზე - ჩვენი ანალიტიკოსი თამარ ქეცბაია საუბრობს საარჩევნო სისტემის ცვლილების და ამ თემასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების ძველი თუ ახალი განცხადებების სიზუსტის შესახებ.

ფაქტ-მეტრის კვლევა წარმოაჩენს იმ მცდარ განცხადებებს, რომელსაც მმართველი გუნდის ლიდერებისგან ვისმენდით (იხ. ბმული: https://bit.ly/31LGufL)

დღეს ფაქტ-მეტრის რუბრიკაში ამჟამად ყველაზე აქტუალურ თემას განვიხილავთ და ვისაუბრებთ ქართული ოცნების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემით ჩატარების შესახებ დაანონსებულ ცვლილებებზე და იმ გზაზე, თუ როგორ მვიდა მმართველი გუნდი ამ გადაწყვეტილებამდე.

ე.წ. უსამართლო საარჩევნო სისტემის გაუქმება და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჯერ კიდევ 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ პოლიტიკურ ძალებს შორის ფართო კონსენსუსი არსებობდა, თუმცა მმართველმა გუნდმა 2015 წლის ივნისში, არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დროის მომიზეზებით, ცვლილებების განხორციელება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გადადო.

2017 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად კი, აღნიშნული ცვლილეა უკვე 2024 წლისთვის გადავადდა, რაშიც დღევანდელ დღემდე მმართველი გუნდის წარმომადგენლები სწორედ ოპოზიციას ადანაშაულებდნენ და ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ოპოზიციასთან შეუთანხმებლობის გამო ცვლილების რესურსი ამოწურულია.

თუმცა, ფაქტ-მეტრის კვლევისა და ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადების თანახმად, დასტურდება, რომ პირველ რიგში, რესურსი ჯერ კიდევ არსებობს და ამასთან, პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება არა ოპოზიციის ბრალით, არამედ თავად მმართველ გუნდის შიდაპარტიული მიზეზით გადავადდა.

მდენად, საზოგადოების მიმართ მმართველი გუნდის მთავარი გზავნილი მიმდინარე წლის 24 ივნისამდე, თითქოს 2020 წლისთვის პროპროციულ სისტემაზე გადასვლის რესურსი ოპოზიციამ ამოწურა, მცდარი იყო და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად. 20 ივნისს დაწყებული პროტესტის ფონზე კი ხელისუფლებამ ე.წ. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა დათმო.