logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დისკუსია „ქისტური სამართლის კოდექსის“ შესახებ

ქავერისთვის.jpg
14 მაისი, 2019
 0

საქართველოს რეფორმების ასოციაციის ორგანიზებით, 2019 წლის 13 მაისს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, პანკისის „უხუცეს კაცთა საბჭოს“ და „ქალთა საბჭოს“ წარმომადგენლების მე-3 სამუშაო შეხვედრა გაიმართა „ქისტური სამართლის კოდექსის“ გადახალისებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე GRASS-მა რეკომენდაციათა პაკეტი წარადგინა, რაც ტრადიციულ ქისტურ საზოგადოებას ადათის გადახალისებასა და მის ქვეყნის კანონმდებლობასთან დაახლოებაში დაეხმარება. შეხვედრის მონაწილეებმა გაიზიარეს ორგანიზაციის რეკომენდაციები და კოდექსში მათი მომავალი ასახვის შესაძლებლობაზეც ისაუბრეს.

საქართველოს რეფორმების ასოციაციისთვის დიდი პატივია ქისტ ხალხთან ერთად მუშაობა და წვლილის შეტანა ისეთ უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში, როგორიც ადათობრივი კოდექსის გადახალისებაა.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის: „ქისტი ქალების გაძლიერება პანკისის ხეობაში“ ფარგლებში.

პროექტის პარტნიორია „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“.

პროექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.