logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ფაქტ-მეტრი ტურისტული ემბარგოს შესახებ

vaxo.JPG
10 ივლისი, 2019
 0

პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის, გავრილოვის ჩაჯდომის შემდეგ, საქართველოში დაწყებული მასობრივი პროტესტის საპასუხოდ, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვითომდა მოსალოდნელი საფრთხის საბაბით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რუსულ ავიახაზებს საქართველოში ფრენა აუკრძალა. მალევე, აკრძალვა ქართულ ავიახაზებზეც გავრცელდა. სანქცია ძალაში 8 ივლისს შევიდა.

პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რუსეთი, „სანქციების ენით“ არა მარტო საქართველოსთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც რეგულარულად საუბრობს. შესაბამისად, ეს ჩვენთვის უცხო არ არის. თუმცა, შექმნილ ვითარებაში, საქართველოსთვის სანქციების შემოღებამ საზოგადოებაში მაინც დიდი გაურკვევლობა გამოიწვია. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუ რამდენად დამაზიანებელი იქნება მიმდინარე მოვლენები საქართველოსთვის.

ფაქტ-მეტრი შეეცადა დაეთვალა, თუ როგორ შეიძლება დაზარალდეს საქართველო პუტინის გადაწყვეტილების შედეგად.

გასული წლების დინამიკას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ რუსი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, როგორც აბსოლუტურ, ისე ფარდობით მაჩვენებლებში.

შესაბამისად, გარკვეული დაშვებებით, ტურისტული ვიზიტებიდან მისაღები შემოსავლის დანაკარგები წელს 492-647 მლნ ლარის ფარგლებში იმერყევებს, რაც მოსალოდნელი მშპ- 1.1%-დან 1.4%-მდე შეადგენს. ამ გათვლებით, ტურიზმის დარგი კი არ შემცირდება, არამედ მოსალოდნელზე ნელა გაიზრდება.

ზოგადად, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება რუსეთთან, რა თქმა უნდა, უარყოფითი მოვლენა არ არის, თუმცა ამას ყოველთვის თან ახლავს ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები. ამიტომ, აუცილებელია სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირება და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება.