logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

„კანდიდატის სტატუსმეტრის“ პრეზენტაცია

326077719_846048996498743_3883693179459619063_n.jpg
18 იანვარი, 2023
 0

„საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ (GRASS) ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 პირობის შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინა. „კანდიდატის სტატუსმეტრში“ მიმოხილული და გაანალიზებულია თითოეული პირობის შესახებ არსებული მოლოდინები, შესრულების მდგომარეობა და გამოწვევები

ევროკავშირის 12 პირობიდან არ შესრულებულა 6 (დეპოლარიზაცია, სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, მედია, მოწყვლადი ჯგუფები, ომბუდსმენი), ნაწილობრივ შესრულდა 3 (საარჩევნო და ინსტიტუციური, ანტი-კორუფციული, არასამთავრობოების ჩართულობა), მეტწილად შესრულდა 2 (ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა) და შესრულდა 1 (ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიურად გადმოღება).

პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და მისი მიზანია ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება.