logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სემინარი თემაზე: „ოჯახში ქალის უფლება-მოვალეობები“

სიახლეებისთვის.png
11 იანვარი, 2019
 0

2019 წლის 9 იანვარს პანკისის ხეობაში, სოფელი დუისის საზოგადოებრივ ცენტრში, GRASS-ის პროექტის - „ქისტი ქალების გაძლიერება პანკისის ხეობაში“ ფარგლებში, ჩატარდა სემინარი თემაზე: „ოჯახში ქალის უფლება-მოვალეობები“. პანკისელმა ქალებმა, ორგანიზაციის იურისტთან ერთად, იმუშავეს კაზუსებზე, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსში და ქისტურ ადათობრივ სამართლში, ოჯახში ქალის უფლება-მოვალეობების ნაწილის ურთიერთშედარებასა და ქალთა უფლებებზე ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

პროექტის პარტნიორია „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)“.

პროექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.