logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

მარიამ ქვათაძე

 

ანალიტიკოსი გარემოს დაცვისა და პროპაგანდის მიმართულებით

 

მარიამი არის FactCheck-ის ანალიტიკოსი გარემოს დაცვისა და პროპაგანდის მიმართულებით. სტაჟირება გაიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა დეპარტამენტში. ამჟამად სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  „ევრაზიისა და კავკასიის კვლევების“ სამაგისტრო პროგრამაზე. 2017 წელს „ერაზმუს+“-ის ფარგლებში სწავლობდა ბოლონიის უნივერსიტეტის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე. 2015 წელს გაცვლითი პროგრამის  ფარგლებში სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე.  დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.