logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

“რუსეთის „ტყუილების ქარხნის“ გამოაშკარავება“

09 მაისი, 2022
 0

2022 წლის მაისში, საქართველოს რეფორმების ასოციაციამ ღია ინფორმაციული პარტნიორობის (OIP) მხარდაჭერით წამოიწყო ახალი პროექტი: “რუსეთის „ტყუილების ქარხნის“ გამოაშკარავება“.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში უკრაინის ომის შესახებ კრემლის დეზინფორმაციის მიერ გავრცელებული გზავნილების მონიტორინგსა და ანალიზს. პროექტი გულისხმობს ყოველკვირეული და საბოლოო ანგარიშის მომზადებას, რომელიც რუსულ დეზინფორმაციულ გზავნილებს აანალიზებს შემდეგ საკითხებზე: უკრაინაში არსებული სამხედრო სიტუაციის შესახებ რუსეთის საინფორმაციო მანიპულაციები, მოსკოვის მცდელობები გაამართლოს უკრაინაში წარმოებული არაპროვოცირებული შეჭრა, ყალბი ნარატივები რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა და უკრაინისადმი გაწეული სამხედრო დახმარების შესახებ. ამასთან, ყოველკვირეულ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გავრცელებულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე.