logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სლოვაკეთი და საქართველო დეზინფორმაციის წინააღმდეგ

30 სექტემბერი, 2020
 0

„საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ (GRASS) „სლოვაკეთის უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტთან“ (SSPI) ერთად, 2020 წლის ოქტომბერში, დაიწყო ახალი პროექტის „სლოვაკეთის და საქართველოს ბრძოლა დეზინფორმაციას წინააღმდეგ: სამოქალაქო სექტორის დახმარება, სახელმწიფო უწყებების და ადგილობრიცი და რეგიონალური ხელისუფლებების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვიათარების ხელშეწყობა“ განხორციელება. პროექტის ძირითადი მიზანია, დეზინფორმაციასთან ეფექტური ბრძოლის გზით, ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას და მოსახლეობაში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის ზრდას, სლოვაკეთის ტრანსფორმაციული მოდელის გამოცდილების გათვალისწინებით. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა პროფესიონალებში დეზინფორმაციასთან ბრძოლის უნარების და ცოდნის განვითარებას, ასევე, ზოგადად სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ. პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება დივერსიულ დეზინფორმაციულ მეთოდებსა და საზოგადოებაზე მათ ნეგატიურ ზეგავლენაზე, ასევე, იმაზე თუ როგორ შეიძლება ვუპასუხოთ მსგავს გამოწვევებს და აღვადგინოთ მოსახლეობის ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, რითაც ხელს შევუწყობთ თავისუფალი და სამართლიანი დემოკრატიული პროცესების წარმართვას ქვეყანაში.

პროექტი ხორციელდება სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს (SAIDC) მხარდაჭერით.