logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საქართველოში რეგიონული უნივერსიტეტებისათვის ევროკავშირის სასწავლო მოდულის და ევროკავშირის შესახებ მასობრივი ღია ონლაინ კურსის (MOOC) შექმნა

01 სექტემბერი, 2017
 0

პროექტის მიზანია ევროკავშირის შესახებ ცოდნის ამაღლება საქართველოს რეგიონში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სასწავლო კურსის ჩატარება საქართველოს შემდეგ რეგიონებში: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, შიდა ქართლი.

გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის შექმნას, რომლის საშუალებითაც აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ ყველა პირს შესაძლებლობა ექნება გაიაროს ევროკავშირის შესახებ შესავალი კურსი. აღნიშნული პლატფორმით პროექტის მიზნად ისახავს კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას შესთავაზოს ევროკავშირის შესახებ კურსი და განსაკუთრებით კი ჩართოს საზოგადოებაში არსებული ისეთი ჯგუფები, რომლებსაც დიდი გამავრცელები ეფექტი აქვთ, მათ შორის ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, მასწავლებლები, სხვ.

პროექტი ხორციელდება ერაზმუს + პროგრამის თანადაფინანსებით.