logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

Factcheck.ge

01 აპრილი, 2018
 0

პროექტის მიზანია დემოკრატიული შემოწმებისა და ბალანსის სისტემის, ასევე ხელისუფლების ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესს გახდის უფრო შეჯიბრებითს, დებატებზე დაფუძნებულსა და გამჭვირვალეს.

პროექტი მოიცავს 2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს, პარლამენტის საგაზაფხულო და საშემოდგომო სხდომებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს, ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და მიმდინარე პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებულ საჯარო პოლიტიკის ფართო სპექტრსა და საზოგადოებრივ ადმინისტრაციულ საკითხებს.

www.factcheck.geსაქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ ინოვაციური პროექტია საქართველოში, რომელიც იქმნება მისი პოპულარული და წარმატებული საერთაშორისო ანალოგების (www.politifact.com, www.factcheck.org) შესაბამისად და მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე საქართველოს პარლამენტში დეპუტატებისა და სხვა პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას.