logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საზოგადოების მედეგობის გაზრდა დეზინფორმაციული ნარატივების მიმართ

04 აპრილი, 2023
 0

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველო, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად კრემლის საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა. პროექტი მიზნად ისახავს რუსული დეზინფორმაციული ნარატივების შესახებ ცნობიერების ამაღლებას; საზოგადოებისთვის ფაქტებზე დაფუძნებული კონტრნარატივებისა და საქართველოსა და უკრაინაში ევროკავშირის/ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის შესახებ პროაქტიული გზავნილების მიწოდებას; საქართველოს ისტორიულ, სოციალურ და ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული არჩევანის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.