logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ვიცრებით ერთმანეთისთვის!

15 ოქტომბერი, 2021
 0

2021 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) ევროკავშირის (EU) დაფინანსებით დაიწყო პროექტ "COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა". პროექტი, რომელიც ქვემო ქართლში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის აცრას ისახავს მიზნად, ERIM-ის (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მხარდაჭერით ხორციელდება.

ევროკავშირის პროექტის მთავარი მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა.

პროექტის ფარგლებში GRASS-ი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების - მარნეულისა და დმანისის სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს COVID-19-ის აცრასთან დაკავშირებით სწორ და გადამოწმებულ ინფორმაციას აწვდის და ადგილზე ვაქცინაციის მობილური ინფრასტრუქტურის შექმნას უზრუნველყოფს.