logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ფეისბუქის ფაქტების გადამოწმების პროგრამა (3PFC)

31 დეკემბერი, 2021
 0

2016 წელს, Facebook-მა პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის ხარისხისა და სიზუსტის გაუმჯობესების მიზნით, ფაქტების გადამმოწმებელ დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ფაქტების გადამოწმების პროგრამის (3PFC) განხორციელება დაიწყო. 2020 წლის 21 სექტემბრიდან, მოცემული პროგრამის ფარგლებში, ფაქტ-მეტრი Facebook-ის ადგილობრივი პარტნიორია, როგორც პოინტერის ინსტიტუტის ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) ვერიფიცირებული წევრი.

პროგრამის ფარგლებში, ფაქტ-მეტრის პრიორიტეტია იმ დადასტურებულად ყალბ ინფორმაციაზე დროული რეაგირება, რომელიც აქტუალურია რიგითი მოქალაქისათვის. 3PFC პროგრამის ფარგლებში „ფაქტ-მეტრის“ გუნდი ფეისბუქსა და ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ საჯარო პოსტებსა და ტექსტებს, და მათში მოცემული რეკლამების, სტატიების, ფოტოებისა და ვიდეო მასალის სიზუსტეს აანალიზებს და აფასებს..

META-ს არ აქვს გავლენა FactCheck.ge-ის მიერ მომზადებულ სტატიებსა და დასკვნებზე.

იხილეთ მეტი