logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საქართველო და ევროკავშირი: 10 წლიანი წარმატებული თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში

01 დეკემბერი, 2019
 0

პროექტის ფარგლებში GRASS მხარს დაუჭერს ევროკავშირის არსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, განსაკუთრებით იმ ბენეფიტებისა და შედეგების შესახებ, რომელიც არსებობს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში. მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრა ახალგაზრდა ჟურნალისტებთან როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და მათთვის ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ევროკავშირის ისტორია, ევროკავშირის ინსტიტუტები, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა (განსაკუთრებით, ევროკავშირის, როგორც მშვიდობისმყოფელის როლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართბით), აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა (10 წლიანი თანამშრომლობის შედეგები), ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა (DCFTA, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები, ერასმუს +).