logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

GUARDIAN - საქართველოს ერთიანი ქმედება დეზინფორმაციის, ჩარევისა და ურთიერთდაპირისპირებული ქსელების წინააღმდეგ.

15 იანვარი, 2025
 0

პროექტის მიზანია, დაუპირისპირდეს დეზინფორმაციას, ინფორმაციის მანიპულირებასა და უცხოურ ჩარევას საქართველოში, მთელს საზოგადოებაზე ორიენტირებული მიდგომითა და ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციით.

პროექტის ფარგლებში, GRASS-მა პარტნიორებთან ერთად შეისწავლა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევების (FIMI) აღმოჩენის, მონიროტინგისა და ანალიზის ევროპული გამოცდილება. პროექტის ფარგლებში მომზადდა ერთობლივი მონიტორინგის მეთოდოლოგია და ბაზა, რომელიც კონსორციუმის წევრებს შორის კოორდინაციასა და ინფორმაციის გაცვლას უწყობს ხელს. GRASS-მა ასევე შეისწავლა ევროკავშირის საკანონმდებლო და სხვა პოლიტიკური ინიციატივები, რომლებიც FIMI-სა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა. დამატებით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა კვლევა, რომელმაც შეისწავლა წარსულში საქართველოში განხორციელებული ოპერაციები და გამოავლინა ამ ოპერაციების განხორციელების ტიპური ტექნიკები, ტაქტიკები და პროცედურები, ასევე მათ განხორციელებაში ჩართული აქტორები.

იხილეთ მეტი:

ფაილი 1

ფაილი 2