2021 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) ევროკავშირის (EU) დაფინანსებით დაიწყო პროექტი "COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა". პროექტი, რომელიც ქვემო ქართლში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის აცრას ისახავს მიზნად, ERIM-ის (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მხარდაჭერით ხორციელდება.
ევროკავშირის პროექტის მთავარი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა.
პროექტის ფარგლებში GRASS-ი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების - მარნეულისა და დმანისის სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს COVID-19-ის აცრასთან დაკავშირებით სწორ და გადამოწმებულ ინფორმაციას აწვდის და ადგილზე ვაქცინაციის მობილური ინფრასტრუქტურის შექმნას უზრუნველყოფს.