23-24 აგვისტოს, რეგიონალური ვიზიტის ფარგლებში, თბილისს გერმანიის ფედერალური კანცლერი, ანგელა მერკელი, ეწვევა. ამ ვიზიტს დიდი ხანია ელოდნენ საქართველოს დედაქალაქში, გერმანიის კანცლერი 10 წელია საქართველოში არ ყოფილა. რა გზავნილებით ჩადის ანგელა მერკელი საქართველოში, ამაზე მხოლოდ ფრთხილი ვარაუდები შეიძლება, მაგრამ მისი ვიზიტი, რომელიც ნატო-ს ბუქარესტის სამიტის და 2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლისთავს დროში ოდნავ ცდება, უკვე თავისთავად გზავნილია.