logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საქართველოს განათლების სისტემა

პუბლიკაცია.jpg
08 თებერვალი, 2019
 0

ავტორი: ირინა გურგენაშვილი

წინამდებარე დოკუმენტი საქართველოს განათლების სისტემის სიტუაციური ანალიზია. კვლევის შედეგები ეყრდნობა ე.წ. Desk Study-ის მეთოდს და მეორადი მონაცემების დამუშავების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას. საკვლევ პერიოდად განსაზღვრულია 2012-2018 წლები.

ლიტერატურის საერთო სია მოიცავს 92 წყაროს, მათ შორის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, სტრატეგიულ დოკუმენტებს, ადგილობრივი და საერთაშორისო რელევანტური კვლევების შედეგებს, სახელმწიფო სტრუქტურებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას და გადაწყვეტილების მიმღები პირების ოფიციალურ განცხადებებს.

კვლევა მოიცავს განათლების სისტემის ხუთი მნიშვნელოვანი კომპონენტის ზოგიერთი მიმართულების შეფასებას: ზოგადი განათლება, უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება, საქართველოს განათლების სისტემა საერთაშორისო რეიტინგებში და განათლების სამინისტროს ბიუჯეტი.