logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში სოციალური მეცნიერებების სფეროში კვლევის ხელშეწყობის საშუალებების ანალიზი

363.jpg
01 აგვისტო, 2014
 0

საქართველოს განათლების სისტემას მნიშვნელოვანი ძალისხმევა დასჭირდა საბჭოთა მემკვიდრეობის დასაძლევად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტელექტუალური გარემოს შესაქმნელად. მიუხედავად მრავალი რეფორმისა, ქართულ უნივერსიტეტებში ბევრი მიმართულება, როგორიცაა მაგალითად, კვლევა სოციალურ მეცნიერებებში, ჯერ კიდევ სუსტად არის განვითარებული. საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალები სოციალური მეცნიერების მიმართულებით, ამ სფეროში სამეცნიერო მოღვაწეობა ძალიან ნელი ნაბიჯებით მიმდინარეობს. თსუ–ს სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტმა, სადაც 100–ზე მეტი პროფესორია გაერთიანებული ოთხი წლის განმავლობაში (2010-2014) საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში მხოლოდ 12 სტატია გამოაქვეყნა. შესაბამისად, გაძლიერებული აკადემიური მოთხოვნების პირობებში არსებობს მაღალი ხარისხის კვლევების მზარდი საჭიროება. მეორე მხრივ, კვლევის შედეგად მიღებული ახალი ცოდნის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სფეროში (მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედია, და ა.შ.), რაც ხელ შეუწყობს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და ქვეყნის განვითარებას.