logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის გაკვეთილების შედარება

kremlinwatch.png
22 იანვარი, 2020
 0

Kremlin Watch პროგრამისა და საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) მკვლევრის, მარიამ წიწიკაშვილის ახალი ანგარიში - „საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის გაკვეთილების შედარება“, აანალიზებს რუსეთის ამჟამად მოქმედ მავნე ნარატივებს, „გავლენის აგენტებს“, ტაქტიკასა და ინსტრუმენტებს, რომელთაც კრემლი საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სისუსტეების ექსპლუატაციისთვის იყენებს. რუსული კვალის მავნე ზეგავლენა, ორივე ქვეყნის შემთხვევაში, განხილულია სამი მიმართულებით: პოლიტიკური, მედია და საზოგადოებრივი. მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულებია, რაც ქვეყანა დაუცველია რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ამ საფრთხის მიმართ ჯერ კიდევ მოიკოჭლებს. ანგარიშში, საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც დაფუძნებულია, დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით, ჩეხეთის გამოცდილებაზე, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო დონეზე.

კვლევა ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე