logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ქართული კვლევითი ორგანიზაციების (Think Tanks) წინადადება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო სტრატეგიაზე

EaP-summit-2017.jpg
23 იანვარი, 2020
 0

2019 წლის ზაფხულში, ევროკავშირმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მომავალთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო. ამ პროცესის საპასუხოდ, ფონდი - ღია საზოგადოება საქართველოს ინიციატივით, ხუთმა ქართულმა კვლევითმა ორგანიზაციამ - საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი (GCSD), საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS), საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), ლევან მიქელაძის ფონდი - შეიმუშავა ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც წევრი სახელმწიფოების მოლოდინების გათვალისწინებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრანსფორმაციის გზებს აღწერს.

დოკუმენტი პასუხს სცემს კითხვებს, რომლებზეც საჯარო ინტერესი არსებობს: როგორ შეუძლია ევროკავშირის დაეხმაროს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებს ეკონომიკური განვითარების, ევროპაში ლეგალური დასაქმების, განათლების რეფორმის, კანონის უზენაესობის და ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხრივ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

კვლევა ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე