logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დეზინფომეტრი ( მაისი-ივნისი)

Screenshot 2021-02-01 234652.png
17 აგვისტო, 2020
 0

„საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ (GRASS) „პარტნიორობა ღია ინფორმაციისთვის“ მხარდაჭერით ორთვიანი ანგარიშების სერიის - „დეზინფომეტრის“, გამოქვეყნება დაიწყო. ანგარიშში გაანალიზებულია საქართველოში კრემლის და მისი გავლენის აგენტების ანტიდასავლური და პრორუსული ნარატივები. ანგარიშის საკვლევი პერიოდის ათვლა 2019 წლის დეკემბრიდან იწყება და 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება. „დეზინფომეტრი“ ყველა დაინტერესებულ მხარეს მისცემს საშუალებას გაეცნოს დეზინფორმაციის ტრენდებსა და ტენდენციებს, ასევე დეზინორმაცია/პროპაგანდის, მისი გავრცელების მასშტაბებისა და საშუალებების შესახებ საზოგადოებაში ზოგადი ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.