logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დეზინფორმაციული ნარატივების ანალიზი - სლოვაკეთისა და საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში

cover1.PNG
09 დეკემბერი, 2021
 0

ერთობლივი, ქართულ-სლოვაკური კვლევა ორივე ქვეყანაში 2020 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს და წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებული დეზინფორმაციის გამოაშკარავებასა და ანალიზს ისახავდა მიზნად. კვლევამ გამოავლინა ის აქტორები, რომლებიც ყველაზე აქტიურები იყვნენ დეზინფორმაციის წარმოებასა და გავრცელებაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოხდა მათი არხების, ნარატივების, ტექნიკის და მიზნების გაანალიზება, ასევე დეზინფორმაციის საერთო მასშტაბისა და გავლენის გაზომვა და შეფასება არჩევნების კონტექსტში.

კვლევა, პროექტ „სლოვაკეთის და საქართველოს ბრძოლა დეზინფორმაციას წინააღმდეგ: სამოქალაქო სექტორის დახმარება, სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში, სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (Slovak AID) და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა.