logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

პროტესტის დემონიზების კამპანია სოციალურ ქსელში

1.jpg
15 მარტი, 2023
 0

პარლამენტმა 2 მარტს ხალხის ძალის მიერ ინიცირებული და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მწვავე პროტესტის თანხლებით დაიწყო. საკანონმდელო ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შესაძლო დამანგრეველი გავლენების გამო აკრიტიკებდნენ და 2012 წელს რუსეთში მიღებული კანონს ადარებდნენ.

6 მარტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ასევე პროტესტის ფონზე გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა 9 მარტს ჩაინიშნა, ის 7 მარტს განიხილეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს, რასაც შედეგად თბილისში პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქციების დაწყება მოჰყვა.

მწვავე საპროტესტო აქციებისა და მკაფიო საერთაშორისო გამოხმაურების შედეგად, რომელმაც დაგმო კანონპროექტი, „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ინიციატა უკან გაიწვია. როგორც პროტესტის დღეებში, ასევე, მის შემდგომ, სოციალურ ქსელებში კანონპროექტზე კრიტიკულად განწყობილი ჯგუფებისა და ინდივიდების წინააღმდეგ კოორდინირებულად ვრცელდება მადისკრედიტირებელი გზავნილები.