logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ეკონომიკური ნაწილის (DCFTA) შესრულების შეფასება (2014 - 2015) - საჯარო შესყიდვები

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2016/07/evrokavshirsa-da-saqarthvelos-shoris-asotsirebis-shesakhebshethankhmebis-ekonomikuri-natsilis-DCFTA-shesrulebisshephaseba-2014-2015-sajaro-shesqhidvebi.png
22 ივლისი, 2016
 0

ავტორი: თორნიკე ზურაბაშვილი

საჯარო შესყიდვები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) 2014 - 2017 წლებისა და 2015 წლის სამოქმედო გეგმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

საჯარო შესყიდვებს, ასოცირების შესახებ შეთანხმების IV კარში (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) ცალკე თავი ეთმობა (მე-8 თავი). შეთანხმების ეს თავი ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე როგორც ტრადიციული სექტორის, ასევე კომუნალური მომსახურების სექტორის საჯარო ხელშეკრულებებისა და კონცესიებისათვის ეროვნული რეჟიმის პრინციპის საფუძველზე საჯარო შესყიდვების ბაზრების ორმხრივ ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს, რაც ქართულ კომპანიებს ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. 1 აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ვრცელდება მხოლოდ იმ საჯარო შესყიდვებზე, რომელთა ღირებულება აღემატება შეთანხმებით გათვალისწინებულ მონეტარულ ზღვრებს.