logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

რას გვეუბნება რეგისტრირებული დანაშაულის შემაშფოთებელი რაოდენობა ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების შესახებ?

shoo1-610x380.jpg
26 თებერვალი, 2019
 0

ავტორი: თამარ ქეცბაია

2018 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა 54%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული მაჩვენებელი (58 412 ერთეული), „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთგვარ „რეკორდს“ წარმოადგენს. ამ დრომდე, რეგისტრირებულ დანაშაულთა მაქსიმალური რაოდენობით 2013 წელი გამოირჩეოდა (43 028 ერთეული). აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, თავის დროზე მეთოდოლოგიის ცვლილებას დაბრალდა.

რამდენად საგანგაშოა რეგისტრირებულ დანაშაულთა ასეთი უპრეცედენტო ზრდა? გვაძლევს თუ არა სტატისტიკური მონაცემები საფუძველს ვიფიქროთ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა?