logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დაგროვებითი საპენსიო სისტემის ტვირთი მოსახლეობისთვის

pensionfund.png
06 მარტი, 2019
 0

ავტორი: თეონა აბსანძე

2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა 40 წლამდე დასაქმებულისთვის და მისი დამსაქმებლისთვის.

საპენსიო შენატანის სავალდებულო ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ის დამატებითი საგადასახადო ტვირთია როგორც დასაქმებულისთვის, ასევე დამსაქმებლისთვის. ამასთან, საშუალო ხელფასის დაბალი მაჩვენებლების გათვალისწინებით, 6%-იანი კონტრიბუციით მოსახლეობა ვერ შეძლებს მაღალი დანაზოგების შექმნას სიბერისთვის; გარდა ამისა, დაგროვებითი პენსიის შემოთავაზებული მოდელი შრომის ბაზარზე მთელ რიგ რისკებს აჩენს.