logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ჩამოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები და ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერების საფრთხე

anaklia.PNG
25 მარტი, 2019
 0

რა პოლიტიკური მოტივიც არ უნდა იდგეს „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ დაწყებული დავის უკან, ერთი რამ ფაქტია - მან უდიდესი დარტყმა მიაყენა სახელმწიფო ინსტიტუტებს. უამრავი კითხვა და ზოგადად უნდობლობა ინსტიტუტების (საპარლამენტო უმრავლესობა, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, ფინანსური მონიტორინგის სამსახური) მიმართ კიდევ უფრო გაღრმავდა. ხოლო, თუ დავუშვებთ, რომ ეჭვები კონკრეტული ბიზნესმენის დევნის შესახებ რეალურია, გამოდის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლის პირასაა, ისინი ვერ ასრულებენ თავიანთ ლეგიტიმურ მიზანს და მხოლოდ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის, არალეგიტიმურ ინტერესებს ემსახურებიან. დღევანდელი მოცემულობით, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სამწუხაროდ, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას უკეთეს შემთხვევაში შეფერხება, უარეს შემთხვევაში კი, გაჩერება ემუქრება, რაც საქართველოს ინტერესებს დააზარალებს. უპრიანია, ასეთი პროცესის ინიციატორებმა და აქტორებმა კარგად გაიაზრონ, რომ მათი ქმედებები ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს აზიანებს, რისთვისაც, ადრე თუ გვიან, შესაბამისი ფასის გადახდა მოუწევთ.