logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

10 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან: საჭიროა ახალი გერმანული „აღმოსავლური პოლიტიკა“

admin-ajax (1).png
12 ოქტომბერი, 2018
 0

ავტორები: პაატა გაფრინდაშვილი, მარიამ წიწიკაშვილი

2018 წლის 23-25 აგვისტოს შედგა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პირველი რეგიონული ტურნე სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მოიცავდა ვიზიტებს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. გერმანიის კანცლერის ვიზიტს არა მხოლოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აღნიშნული ქვეყნებისთვის, არამედ ასევე წარმოადგენდა რეგიონის მიმართ გერმანიის (და ფართო გაგებით ევროკავშირის) სტრატეგიული ინტერესის არსებობის დემონსტრირებას. ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი აგვისტოს ომის 10 წლისთავს დაემთხვა, რომლის შედეგები დღესაც იგრძნობა. საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ვხედავთ, რომ ანექსიის საფრთხე დღეს ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.