logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

კოპენჰაგენის დემოკრატიის კრიტერიუმი, როგორც გაწევრიანების მოლაპარაკებების წინაპირობა: საქართველოსთვის საჭირო სტრატეგიული თვითდისციპლინა

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2018/04/ekaakobia.png
27 აპრილი, 2018
 0

ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ქართულ საზოგადოებაში არსებული მაღალი მოთხოვნის1 , ამ მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის არსებული ხედვისა და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს “ევროპული მისწრაფების” აღიარების პირობებში, ქართული სახელმწიფოსთვის ბუნებრივი შემდგომი ნაბიჯია განახორციელოს ყველა საჭირო ქმედება ევროკავშირში გასაწევრიანებლად. გაწევრიანების მისაღწევად რომელი გზაც უნდა აირჩიოს საქართველომ (49-ე მუხლის საფუძველზე განაცხადის გაკეთება “ევროპული პერსპექტივის” გარეშე, თუ განაცხადის გაკეთება “ევროპული პერსპექტივის” მიღების შემდეგ), წარმატებისთვის, ანუ გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისაღებად, აუცილებელი წინაპირობაა ევროკავშირის მხრიდან საქართველო აღქმულ იქნას როგორც კოპენჰაგენის პოლიტიკურ კრიტერიუმებთან დიდწილად შესაბამისობაში მყოფი ქვეყანა.