ავტორი: ეგნატე შამუგია
საქართველოს პარლამენტში „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანულ კანონში (იგივე „თავისუფლების აქტი“) შესატანი ცვლილების პროექტია ინიცირებული. აღნიშნული კანონი ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებების კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველსაყოფადაა მიღებული. ამ კანონით დადგენილი ფისკალური წესების მიზანი კი მთავრობის მიერ ბიუჯეტის დანახარჯების ფარდობითი მაჩვენებლების ზრდის შეზღუდვაა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები კი, მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე დღეს არსებული ზღვრების და ამ ზღვრების შესრულების ანგარიშების ნორმების ცვლილება/დაზუსტებას გულისხმობს. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლით სამი ფისკალური მაჩვენებლის ზღვარია დადგენილი.