logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

„ქართული ოცნების“ მმართველობის ორი წელი: არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება

Untitled design (28).jpg
28 მაისი, 2015
 0

ავტორები: ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი (EMC); ადამიანის უფლებათა ცენტრი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); იდენტობა; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; მრავალეროვანი საქართველო (PMMG); მწვანე ალტერნატივა; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ; სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით, საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა და მთავრობა კოალიცია „ქართული ოცნების“ გუნდით დაკომპლექტდა. ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო პლატფორმა და დაპირებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისაგან მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებას მრავალი მიმართულებით ითვალისწინებდა, მათ შორის: მართვის სისტემის დეპოლიტიზაციას, კერძო სექტორის სახელისუფლებო წნეხისგან გათავისუფლებას, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის გამოსწორებას და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

რეფორმების განხორციელების პროცესს საზოგადოებრივი ორგანიზაციები აქტიურად აკვირდებოდნენ. სამოქალაქო სექტორი მუდმივად ეხმაურებოდა ხელისუფლების ინიციატივებს და შესაბამის უწყებებს საკუთარ რეკომენდაციებს წარუდგენდა. რიგ შემთხვევებში, არასამთავრობო ორგანიზაციები პროაქტიურადაც სთავაზობდნენ მთავრობას საკუთარ ხედვებს და რეფორმების წინადადებით გამოდიოდნენ.