logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საქართველოს მთავრობის დემოკრატიულ ცვლილებად შენიღბული პოლიტიკური მასკარადი

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2018/08/1.png
20 აგვისტო, 2018
 0

2018 წლის მაისში ათასობით ქართველი გამოვიდა თბილისის ქუჩებში ორ ცალკეულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯების გასაპროტესტებლად. 2018 წლის 12 მაისს თბილისის პოპულარულ ღამის კლუბებში ნარკოვაჭრობის აღკვეთის მიზნით განხორციელებული საპოლიციო რეიდების საპასუხოდ, აღნიშნული კლუბების კოლექტივის წევრებმა და მხარდამჭერებმა სპონტანური აქცია გამართეს პარლამენტის შენობის წინ, სადაც პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.