პლატფორმა „არა-ფობიას!“ შეშფოთებას გამოთქვამს ქსენოფობიის იმ ტალღის გამო, რომელიც მარნეულში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. მოვუწოდებთ მედიას, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი საზოგადოებაში სწორი, ზუსტი და არადისკრიმინაციული ინფორმაციის გავრცელებას, ამასთან აქტიური როლი შეასრულონ ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების ინტეგრაციაში.
საქართველოს მთავრობამ მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონად გამოაცახადა, მას შემდეგ, რაც მარნეულში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს დაუდგინდა ახალი კორონა ვირუსი - COVID 19. სამწუხაროდ, აღნიშნული ფაქტის შემდგომ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი სოციალურ მედიაში, გავრცელდა სიძულვილის ენის შემცველი და დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებები ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ.
ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული სისტემური პრობლემების გათვალისწინებით, (ენობრივი ბარიერები, ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის ნაკლებობა, დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობა, ინტეგრაციის დაბალი დონე, ნაკლები პოლიტიკური ჩართულობა და სხვა), ვირუსის გავრცელების შემდეგ გამოვლენილი ქსენოფობიური დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად აღრმავებს არსებულ გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ გარიყულობას. მიმდინარე მოვლენების ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათავისება თითოეული მოქალაქის მხრიდან და საზოგადოებრივი კონსოლიდაციის ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ:
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საფარი
შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი
თბილისი პრაიდი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო