logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) აცხადებს ვაკანსიას დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე უფროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე

Job-Vacancy.jpg
02 ივნისი, 2023
 0

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) აცხადებს ვაკანსიას დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე უფროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

  • სოციალურ მედიაში რუსულენოვანი ანგარიშებისა და გვერდების ყოველდღიური მონიტორინგი Meta-ს ფაქტების გადამოწმების (3PFC) პროგრამის ფარგლებში;
  • მონიტორინგის შედეგად დეზინფორმაციის შემცველი მასალების გამოვლენა და ანალიზი „ფაქტ-მეტრის“ მეთოდოლოგიითა და Meta-ს 3PFC-ით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით;
  • შერჩეულ მასალაზე მომზადებული რუსულენოვანი სტატიის რედაქტირება;
  • ქართულ ენაზე გავრცელებულ მასალებზე „ფაქტ-მეტრის“ სტატიების მომზადება „ფაქტ-მეტრის“ მეთოდოლოგიითა და Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით;
  • Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის რეგულარულ შეხვედრებსა და სხვა პროგრამულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • GRASS/„ფაქტ-მეტრის“ პარტნიორ საერთაშორისო (International Fact-Checking Network – IFCN) და რეგიონული ორგანიზაციების (European Fact-Checking Standards Network-EFCSN) მიერ გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა;
  • დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე რეგულარული მოხსენებების, ანალიტიკური დოკუმენტების და კვლევების მომზადება GRASS-ის სხვა მკვლევრებთან ერთად;
  • საჭიროებისამებრ, „ფაქტ-მეტრის“ სხვა ანალიტიკოსებისათვის სამუშაო პროცესში დახმარების გაწევა;
  • ტრენინგების ჩატარება;
  • კონფერენციებზე და სხვა, მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე, ორგანიზაციის სახელით წარდგენა;
  • Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის რედაქტორის მითითებით, სხვა სამსახურეობრივი დავალებების შესრულება;

კვალიფიკაცია და სხვა სავალდებულო მოთხოვნები:

  • ჟურნალისტური საქმიანობის (სტატიების მომზადების) და/ან მედია კვლევების ჩატარების გამოცდილება;
  • ინგლისური (C1) და რუსული (B2) ენების ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებებში;
  • მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ანაზღაურება: 1100 დოლარის ეკვივალენტი ლარებში (დასაბეგრი)

(კვალიფიკაციის შესაბამისად განვიხილავთ ანაზღაურების გაზრდას)

სამუშაო განაკვეთი: სრული დატვირთვა.

დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 11 ივნისამდე უნდა გამოაგზავნონ:

  • რეზიუმე (CV);
  • ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთანაც აპლიკანტს პირდაპირი შრომითი ან აკადემიური ურთიერთობა აკავშირებს.
  • მომზადებული/გამოქვეყნებული სტატიის/კვლევის ნიმუში

საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: [email protected]

წერილის საგანში მიუთითეთ: უფროსი ანალიტიკოსი.

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრია, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს საქართველოს საგარეო, უსაფრთხოების, საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროს კვლევასა და მის ანალიზს.

„ფაქტ-მეტრი“ (www.factcheck.ge) „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ინოვაციური მედია პროექტია. ის მისი პოპულარული და წარმატებული საერთაშორისო ანალოგების (www.politifact.com, www.factcheck.org) შესაბამისად შეიქმნა და ამით, 2013 წელს პირველად საქართველოში ფაქტების გადამოწმების ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი.

„ფაქტ-მეტრი“ მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე ფაქტებზე დაფუძნებული საჯარო დღის წესრიგის ხელშეწყობას, პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენას და მათი ანგარიშვალდებულების ზრდას. გარდა ამისა, „ფაქტ-მეტრის“ მიზანს წარმოადგენს სოციალურ ქსელებში/სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ყალბი ამბების გადამოწმება და საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ მთავარი მიზნებია:

• მკითხველისთვის სწორი, ზუსტი და ფაქტებით გამყარებული ინფორმაციის მიწოდება;

• პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ზრდა ამომრჩევლის მიმართ;

• ფაქტებზე დამყარებული პოლიტიკური რიტორიკის განვითარების ხელშეწყობა;

• სოციალურ ქსელსა და ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული დეზინფორმაციის გადამოწმება და მკითხველისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.

2017 წლიდან „ფაქტ-მეტრი“ „ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელის (IFCN) ხელმომწერია, ხოლო 2020 წლიდან - Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის (Third-Party Fact-Checking Program) პარტნიორი.