logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ აცხადებს 2 თვიან სტაჟირების პროგრამას

Job-Vacancy.jpg
31 მაისი, 2023
 0

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ აცხადებს 2 თვიან სტაჟირების პროგრამას

თუ ხარ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი, სწავლობ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებზე, გაინტერესებს და ეცნობი როგორც საერთაშორისო, ისე შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს, გსურს წვლილი შეიტანო დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და სწორი ინფორმაციის გავრცელებაში, ეს პროგრამა შენთვისაა.

ვინ ვართ ჩვენ?

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრია, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს საქართველოს საგარეო, უსაფრთხოების, საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროს კვლევასა და მის ანალიზს.

„ფაქტ-მეტრი“ (www.factcheck.ge) „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ინოვაციური მედია პროექტია. ის მისი პოპულარული და წარმატებული საერთაშორისო ანალოგების (www.politifact.com, www.factcheck.org) შესაბამისად შეიქმნა და ამით, 2013 წელს პირველად საქართველოში ფაქტების გადამოწმების ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი.

„ფაქტ-მეტრი“ მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე ფაქტებზე დაფუძნებული საჯარო დღის წესრიგის ხელშეწყობას, პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენას და მათი ანგარიშვალდებულების ზრდას. გარდა ამისა, „ფაქტ-მეტრის“ მიზანს წარმოადგენს სოციალურ ქსელებში/სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული მცდარი და შეცდომაში შემყვანი ამბების გადამოწმება და საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ მთავარი მიზნებია:

• მკითხველისთვის სწორი, ზუსტი და ფაქტებით გამყარებული ინფორმაციის მიწოდება;

• პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ზრდა ამომრჩევლის მიმართ;

• ფაქტებზე დამყარებული პოლიტიკური რიტორიკის განვითარების ხელშეწყობა;

• სოციალურ ქსელსა და ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული დეზინფორმაციის გადამოწმება და მკითხველისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.

2017 წლიდან „ფაქტ-მეტრი“ „ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელის (IFCN) ხელმომწერია, ხოლო 2020 წლიდან - Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის (Third-Party Fact-Checking Program) პარტნიორი.

რას გულისხმობს სტაჟირების პროგრამა?

2 თვიანი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, თქვენ ჩაერთვებით „ფაქტ-მეტრის“ ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც გულისხმობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებებისა და სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას.

პროგრამის ფარგლებში თქვენ შეიძენთ ფაქტების გადამოწმებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს, შეისწავლით იმ ხერხებსა და პროგრამებს, რომლებიც ინფორმაციის მოძიებასა და გადამოწმებაში დაგეხმარებათ, გაიუმჯობესებთ ანალიტიკურ შესაძლებლობებს. გარდა ამისა, სტაჟირების ფარგლებში თქვენ შეიძენთ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის სტრატეგიები, სოციალური მედიის როლი დეზინფორმაციის გავრცელების კონტექსტში, პლატფორმები და მათი დეზინფორმაციის წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯები.

ძირითადი მოვალეობები

  • სოციალურ ქსელისა და ტრადიციული მედიის მონიტორინგი
  • „ფაქტ-მეტრის“ მეთოდოლოგიით სტატიების მომზადება
  • დეზინფორმაციის საკითხზე გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა, შეხვედრის ჩანაწერების მომზადება და თანამშრომლების ინფორმირება.
  • ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული წერილობითი ანგარიშების, კორესპონდენციის, სხვ. მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი;
  • ინგლისური და ქართული ენის გამართულად ცოდნა;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო პოლიტიკური ამბების გაცნობისა და ანალიზის ინტერესი;

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი

პერიოდი: 1 ივლისი - 31 აგვისტო

ანაზღაურება: არაანაზღაურებადი.

განიხილება სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმების შეთავაზება.

დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 11 ივნისამდე უნდა გამოაგზავნონ:

  • რეზიუმე (CV);
  • სამოტივაციო წერილი, სადაც არგუმენტირებულად წარმოადგენთ თქვენს ინტერესსა და სურვილს, შემოუერთდეთ GRASS-ის გუნდს და შეიტანოთ წვლილი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და სწორი, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებაში.

საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: [email protected]

წერილის საგანში მიუთითეთ: სტაჟირების პროგრამა