ღია მონაცემებსა და წყაროებს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება თანამედროვე მსოფლიოში. როგორც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი სამართლიანად უწოდებს ღია მონაცემებს, მათ გარდამტეხი ცვლილებებისა და საზოგადოებრივი მოწყობის გარდაქმნის ძალა აქვთ. საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) გადაწყვიტა ჟურნალისტებისთვის ინტენსიური ტრენინგ-კურსის შეთავაზება, რომელიც მათ შესაბამისი ცოდნისა და უნარების განვითარებაში დაეხმარებოდა. ქვემოთ მოცემულია ლექციები და ის საკითხავი მასალა, რაც ვფიქრობთ, დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმარება ფაქტების გადამოწმებისა (Fact-Checking) და ღია მონაცემების გამოყენებით ჟურნალისტური საქმიანობის კიდევ უფრო დახვეწაში, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდას.
მონაცემთა ჟურნალისტიკისა და ფაქტების გადამოწმების (Fact-Checking) სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია - http://grass.org.ge/wp-content/uploads/2017/10/Guideline-Final.pdf
საქართველოს რეფორმების (GRASS) პროექტი „მულტიპროფილური ტრენინგ კურსი ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის საქართველოში“ განხორციელდა Pontis Foundation-ისა და UNDP-ის ტრანსფორმაციული მმართველობისა და ფინანსური ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია სლოვაკეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო.
The project “Multi-profile Training Course for Young Journalists in Georgia” was implemented with the support of Pontis Foundation. The activity is part of the Transformative Governance and Finance Facility, a UNDP project, supported by the Ministry of Finance of the Slovak Republic.