პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის სასწავლო კურსს ფაქტების გადამოწმებისა და ღია მონაცემების გამოყენების მიმართულებით.
პროექტი მოიცავდა შემდეგი სახის აქტივობებს:
· ინტენსიური ტრენინგ კურსების ჩატარება;
· ფაქტების გადამოწმების სახელმძღვანელოს შემუშავება;
· ღია ონლაინ კურსის შექმნა, სადაც ტრენინგთან დაკავშირებული ყველა სახის მასალა იქნებოდა განთავსებული.
ტრენინგებსა და სემინარებს უძღვებოდნენ ფაქტ-მეტრის ანალიტიკოსები, რომალთაც დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ფაქტ-მეტრის მეთოდოლოგიის, მონაცემთა ვიზუალიზაციის კუთხით.
დონორი ორგანიზაცია: Pontis Foundation
ბიუჯეტი: 2 840 €